LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს: უკრაინული მედია

261
11

რუსმა სამხედროებმა დამოუკიდებელი უკრაინული მედიასაშუალების – Hromadske-ის ჟურნალისტი გაიტაცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია Hromadsk-ის “ფეისბუქზე” დაყრდნობით ავრცელებს. 

“ჩვენი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა, რუსი ოკუპანტების ტყვეა. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის მანძილზე, ის მთელი დღეების განმავლობაში იღებდა ვიდეოებს და წერდა სტატიებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ცხელი წერტილებიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც მედიასაშუალება წერს, 12 მარტს როშინასთან დაკავშირება ვერ შეძლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჟურნალისტი იმ დროს დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში იმყოფებოდა.

16 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სავარაუდოდ 15 მარტს დააკავა. ამ დროისთვის კი მისი ადგილმდებარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

მედიასაშუალება მოუწოდებს უკრაინულ და საერთაშორისო საზოგადოებას, ჩაერთონ ინფორმაციის მოძიებაში და აქციაში როშინას განთავისუფლებისთვის.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები