LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ, 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს

63
Capture

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ წერეთელში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, 10 წლის მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტი საჯარო სკოლასთან 4 დღის წინ მოხდა, როცა გოგონა სკოლიდან შესვენებაზე მაღაზიაში გავიდა, მაღაზიიდან გამოსულს კი უცნობმა მამაკაცმა მანქანა გაუჩერა და ტკბილეულით ცდილობდა გოგონა მოეტყუებინა თითქოს მისმა მშობლებმა გაგზავნეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოზარდის მშობლები ითხოვენ მამაკაცი გამოავლინონ, რომელიც, სავარაუდოდ, ფორდის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები