LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ბერშუეთთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

32
11

შიდა ქართლში, სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამაკაცი დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს:

„მიმდინარე წლის ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები