LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა მარიუპოლიდან 12 წლის გოგონა გაიტაცეს

139
12 წლის გოგო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლიდან 12 წლის გოგო გაიტაცეს.

როგორც UNIAN-ი წერს, ომის დაწყებისას ბავშვი მამასთან ერთად მარიუპოლში იმყოფებოდა. 17 მარტს მათ სახლს ჭურვი დაეცა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა.

“გოგონა სხვა ადგილობრივებთან ერთად ცდილობდა ქალაქიდან გასვლას, თუმცა ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა. ამის შემდეგ ბავშვი რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ოკუპირებულ დონბასში გადაიყვანეს”, – აცხადებენ პოლიციაში.

გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები