LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში რუსეთის აგრესიას უკვე 144 ბავშვი ემსხვერპლა

75
Untitled design

განახლებული მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე ომს, უკვე 144 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

29 მარტის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაშავდა 200-ზე მეტი მოზარდი.

დაზარალებული ბავშვების რაოდენობა ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება: კიევში – 68, ხარკოვში – 49, დონეცკში – 54, ჩერნიგოვში – 38, მიკოლაევში – 30, ლუგანსკში – 28, ზაპორიჟიაში – 22, ჟიტომირში – 15, სუმიში – 15, ხერსონში – 25.

ასევე დგინდება მონაცემები ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ.

უწყების ცნობით, 28 მარტს, ლუგანსკის რაიონში 3 წლის ბავშვი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

28 მარტსვე, ზაპოროჟიეს რაიონის სოფლის დაბომბვის შედეგად, ოკუპანტებმა დაჭრეს სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი.

უკრაინაში დაბომბვის შედეგად დაზიანდა 773 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 75 მთლიანად განადგურდა.

“ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ვერ ხერხდება იმ ადგილების შემოწმება, სადაც აგრესორი ქვეყანა აწარმოებს აქტიურ საომარ მოქმედებებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g