უკრაინაში რუსული მხარის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, აშშ ვერ ადასტურებს.
განცხადებას ამის თაობაზე, შტატების სახელმწიფო მდივანი აკეთებს.
„ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორებთან, რათა დავადგინოთ, რა მოხდა. ეს ძალიან შემაშფოთებელია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მოწამვლის სიმპტომები რამდენიმე ადამიანს აღენიშნება.