LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ,148 ბავშვი დაიღუპა, 232 კი – დაიჭრა

60
np_file_145240

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, საომარი მოქმედებების შედეგად, 148 ბავშვი დაიღუპა, 232 კი – დაიჭრა.

ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე, დაღუპული და დაშავებული ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.

ცნობისთვის, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 1179 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1860 კი – დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g