LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში რუსული რაკეტების 60% სამიზნეს ვერ ხვდება, ან ჩამოვარდნის შემდეგ არ ფეთქდება: Reuters

166
321231

Reuters წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული რაკეტების 60%-მდე სამიზნეს ვერ ხვდება, ან ჩამოვარდნის შემდეგ არ ფეთქდება, რაც შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს, თუ რატომ ვერ მიიწევს რუსული ძალები წინ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ზოგადად ცდომილება, რომელიც 20%-ს აჭარბებს, მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარის მოპოვებას Reuter კრემლთან შეეცადა, თუმცა მათი თქმით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა საკითხის კომენტირება არ ისურვა.

მათივე ცნობით, ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საუბარი წარუმატებელ სარაკეტო იერიშებზე რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდად შეაფასა. .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები