LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაზე ვართ მიბმული, რაც მოხდება უკრაინაში ის განმეორდება საქართველოში: გია ხუხაშვილი

109
გია ხუხაშვილი

„უკრაინაზე ვართ მიბმული, რაც მოხდება უკრაინაში ის განმეორდება საქართველოში“,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ არ არის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პოზიციების მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ ისინი „მეთავისეები არიან“.

„ეს გლობალური ომი რომ წარიმართოს, ჩვენ რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს არ ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენ ვართ ამ ბანაკში და მეტსაც გეტყვით, უკრაინაზე ვართ მიბმული, რაც მოხდება უკრაინაში ის განმეორდება საქართველოში რაღაც პატარა პაუზით.

უნდა მოხდეს ინტერფრაქციული შეხვედრა, მსჯელობა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია იყოს ერთიანი: ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენი ვალია მათი გვერდში დგომა – თუ არ გვინდა ვიყოთ, რაღაც „პოზებში“, გვჭირდება რეზოლუციები, მიმართვები, დელეგაციების ჩასვლა, ღიად დახმარება: პაატა დავითაია უკრაინაზე

მათთვის ერთადერთი ფასეულობა ძალაუფლებაა, ვინც ამ ძალაუფლების დამყარებაში დაეხმარება იქით იქნებიან. ამას დასჭირდება, რომ იყვირონ – გაუმარჯოს ნატო-ს? იყვირებენ – გაუმარჯოს ნატო-ს. დასჭირდება, რომ იყვირონ – გაუმარჯოს წითელ არმიას? იყვირებენ -გაუმარჯოს წითელ არმიას. ეს არ არის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პოზიციების პოლიტიკური ორგანიზაცია. არც პრორუსია, რასაც ოპოზიცია აბრალებს. მეთავისეები არიან და შესაბამისად, მათი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ასეთია. იქ დიდი ბიძიები რაღაცას ჩხუბობენ ხომ? მოდით, ჩვენ მივყვეთ დინებას, რომელ ნაპირზეც გაგვრიყავს ეს დინება იქ ვიქნებით, მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ იწვევს პრემიერ-მინისტრი უსაფრთხოების საბჭოს, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ მათ „საერთოდ არ აინტერესებთ ეს მიმართულება, არც იციან, არც ესმით რა ხდება“.

„მე კარგად ვიცნობ და იმაზე მეტს ნუ მოსთხოვთ ადამიანს ინტელექტუალურად. თითქოს ღარიბაშვილი საერთოდ ხვდება რა ხდება სამყაროში. არ გახსოვთ უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თავის დროზე ვინ იყო? – ჭიკაიძე დანიშნეს. საერთოდ არ აინტერესებთ ეს მიმართულება, არც იციან, არც ესმით რა ხდება. ისინი თვლიან, რომ რაც იქნება, იქნება, იმასა მოვერგებით. რა უშიშროების საბჭოს სთხოვთ და გეოპოლიტიკურ პროცესებში გარკვევას, ვის სთხოვთ?“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

magti 5g