LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელ ლტოლვილს თბილისში ერთოთახიანი ბინა 600 დოლარად მიაქირავეს: „კაცი რომ ვიყო, ბინის მფლობელს მივბეგვავდი…“

357
vajas-qucha

გულიკო გამცემლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მიაქირავეს თბილისის ერთ-ერთ უბანში უკრაინიდან ჩამოსულ მანდილოსანს ერთოთახიანი ბინა 600 დოლარად.

გთავაზობთ პოსტს:

„ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალის  სკვერში გავიცანი  უკრაინელი ლტოლვილი, ახალგაზრდა მანდილოსანი. მომიყვა თავის გაჭირვებაზე, თუ როგორ მოხვდა ოჯახით (მამა დარჩა საბრძოლველად)  ხარკოვიდან  პოლონეთში,  შემდეგ ქართველი მეგობრების დახმარებით საქართველოში, როგორი გაოცებული იყო ჩვენი სტუმართმოყვარეობით და ა.შ. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ბოლოს ვიკითხე, სად ცხოვრობდა (ნეტავ, არ მეკითხა). აღმოჩნდა, რომ დაქირავებული აქვს  ერთოთახიანი  ბინა (ხრუშჩოვკა), იხდის თვეში 600$-ს. ვინაიდან ერთი თვით არ მიაქირავა მფლობელმა  ბინა, იძულებული გახდა, 3 თვის ქირის საფასური 1800$ წინსწრებით გადაეხადა. სახტად დავრჩი. კაცი რომ ვიყო, დავხვდებოდი ღამე იმ  ბინის მფლობელს  და ისე მივბეგვავდი, სულ მკურნალობაში დავახარჯვინებდი არმად აღებულ ფულს. ღორი!..“

mazda magti 5g