LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ თუ იარაღს დაყრიან“ – ვლადიმერ პუტინი

136
ვლადიმირ პუტინი

უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ თუ იარაღს დაყრიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით ხაზს გავუსვამ, რომ იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში…

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი, განადგურებული იყო წინა ადმინისტრაციის მიერ“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომ „ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ“ და პუტინს სთხოვა ისინი დაინდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g