LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა ახლახან მოიპოვეს არაჩვეულებრივი გამარჯვება – ეს დიდი მომენტია: ჯეიკ სალივანი ხერსონის დაბრუნებაზე

49
ჯეიკ სალივანი

„უკრაინელებმა ახლახან მოიპოვეს არაჩვეულებრივი გამარჯვება“, – ასე ეხმიანება თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნებას. მისი განცხადებით, ამ გამარჯვებას ფართო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსების მდინარის გაღმა განდევნის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ შემცირებულია საფრთხე ისეთი ადგილებისთვის, როგორიცაა ოდესა და შავი ზღვის სანაპირო.

“ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ, ხერსონელები ელოდებოდნენ, არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

„როგორც ჩანს, უკრაინელებმა ახლახან მოიპოვეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, სადაც ერთი საოლქო ცენტრი, რომელიც რუსეთმა დაიპყრო ამ ომში, ახლა ისევ უკრაინის დროშის ქვეშ არის, ეს საკმაოდ ღირსშესანიშნავი რამაა.

ეს დიდი მომენტია და განპირობებულია უკრაინელების წარმოუდგენელი სიმტკიცით და ოსტატობით, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების ერთიანი მხარდაჭერა“, – აღნიშნა სალივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები