LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა დონეცკში რუსების ბაზა გაანადგურეს – დაღუპულია 400 და დაჭრილია 300 ოკუპანტი

152
მაკიივკა

ახალი წლის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მაკეევკაში მდებარე რუსი სამხედრო მოსამსახურეების ბაზაზე შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 400 და დაიჭრა 300 ოკუპანტი.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მაკეევკაში ზუსტი დარტყმის წყალობით, შესაძლებელი გახდა 400-მდე მობილიზებული რუსის ლიკვიდაცია, კიდევ 300-მდე დამპყრობელი კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მე-19 პროფესიული სასწავლებლის შენობაში რუსი ჯარისკაცები იყვნენ განლაგებული. StratCom-მა შემთხვევის ადგილიდან ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ოთახი, რომელშიც მობილიზებული რუსები იმყოფებოდნენ, მთლიანად განადგურდა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 107 440 ჯარისკაცი დაკარგა.

С Новым Годом! – წარწერა დრონზე, რომელიც ახალი წლის ღამეს კიევში ჩამოაგდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g