LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა კუნძული ზმეინი დაიბრუნეს

274
1

“კუნძული ზმეინი უკრაინის კონტროლის ქვეშ არის”, – ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა კუნძული დაიბრუნეს. 

ვადიმ დენისენკოს განცხადებით, მესაზღვრეები შავ ზღვაში უკრაინის საზღვრების დაცვას აგრძელებენ.

“კუნძულს ორი უცნობი გემი მიუახლოვდა, ნავსადგურზე გაისროლეს. მათ უკრაინელი მესაზღვრეების დანებება მოითხოვეს, მაგრამ მოთხოვნის შესრულების ვადებზე არ უსაუბრიათ. ამის შემდეგ ისინი კუნძულს დაშორდნენ. ამ დროისთვის გველების კუნძული ჩვენია”, – განაცხადა დენისენკომ.

შეგახსენებთ, სწორედ ამ კუნძულზე გასულ ღამეს 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც კუნძულზე მყოფი 13 უკრაინელი მესაზღვრის უკანასკნელი სიტყვები ისმის.

დაღუპულ მესაზღვრეებს უკრაინის პრეზიდენტმა “უკრაინის გმირის” წოდება მიანიჭა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლეს ცნობებს გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g