უკრაინის მობილური ოპერატორების აბონენტები რუსეთის ფედერაციაში დარეკვას ვეღარ შეძლებენ.
ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო კომუნიკაციების სამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს ზომები აუცილებელია, რათა რუსმა სამხედროებმა ვერ გამოიყენონ უკრაინელებისგან მოპარული ტელეფონები.
გადაწყვეტილება ასევე რუსეთში ან ბელარუსში ოპერატიული ინფორმაციის გადინების გამოსარიცხად მიიღეს.
მსგავსი შეზღუდვები ვრცელდება აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ ფიქსირებული ხაზით.
მობილურმა ოპერატორებმა შეწყვიტეს ახლახან შეძენილი SIM ბარათების გააქტიურება.