LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დასავლეთს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს კიევზე, რათა შეაჩეროს “სისასტიკეები” – მარტის შემდეგ პირველად, მაკრონისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა

209
Untitled design (4)

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკვე მეორედ, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

იმანულე მაკრონიმ და ვლადიმირ პუტინმა პირველად 29 მარტს ისაუბრეს.

როგორც ელისეს სასახლეში აცხადებენ, საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პუტინმა მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევა მიულოცა.

მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზეც.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რუსეთის პრეზიდენტმა განიხილა უკრაინაში არსებული ვითარება და ფრანგ კოლეგას მოუწოდა, დასავლეთმა ზეწოლა მოახდინოს კიევზე, რათა შეაჩეროს “სისასტიკეები”.

“კიევის ხელისუფლებაზე შესაბამისი გავლენის მოხდენით და უკრაინაში იარაღის მიწოდების შეწყვეტით, დასავლეთს შეუძლია, დაეხმაროს ამ სისასტიკეს ბოლო მოეღოს”, – წერს საინფორმაციო სააგენტო RIA.