LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი მებრძოლები სევეროდონეცკს ტოვებენ: „დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად შეიძლება გაიზარდოს“

193
ing

უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკს ტოვებენ – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გაიდაიმ ტელეკომპანია ДОМ-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ბრძანება უკვე გაცემულია:

“ბიჭების წამოყვანა მოგვიწევს. მათ არავინ დატოვებს და არავინ დაუშვებს, ისინი ალყაში მოექცნენ. სახიფათო პოზიციებში ყოფნას აზრი არ აქვს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად შეიძლება გაიზარდოს” – აღნიშნავს გაიდაი.

მისივე თქმით, სევეროდონეცკში ახლა წინა ფლანგზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები იმყოფებიან.

“მათ უკვე მიიღეს ბრძანება ახალ პოზიციებზე, უსაფრთხო ტერიტორიებზე უკან დახევის შესახებ, ამ პოზიციებიდან სრულფასოვანია სამხედრო ოპერაციების ჩატარება და, შესაბამისად, მტრისთვის ზიანის მიყენება”, – თქვა გაიდაიმ.

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ სევეროდონეცკის ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია და სახლების 90% დაზიანებული ან დანგრეულია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები