უკრაინელმა საოპერო მომღერალმა სპექტაკლ „ტურანდოტში“ რუსი მსახიობი ჩაანაცვლა და მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის სცენაზე უკრაინის ეროვნული დროშით გამოვიდა.
უკრაინელმა ლუდმილა მონასტირსკაიამ, რუსი ანა ნეტრებკო შეცვალა.
დამსწრე საზოგადოება საოპერო მომღერალს აპლოდისმენტებით შეხვდა.
მეტროპოლიტენის ოპერის გენერალურმა დირექტორმა პიტერ გელბამ, რუს საოპერო მომღერალ ანა ნეტრებკოს კონტრაქტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გამო შეუწყვიტა.