LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუშაობა აღარ მინდა“ –  რუსი საოპერო მომღერალი ანა ნეტრებკო ევროპის წამყვანი თეატრიდან გარიცხვის შემდეგ, დეპრესიაში ჩავარდა

253
netrebko

რუსი საოპერო მომღერალი, ანა ნეტრებკო, რომელთან თანამშრომლობაზეც მსოფლიოს წამყვანმა საოპერო თეატრებმა უარი განაცხადეს, განცხადებას ავრცელებს. ნეტრებკოს თქმით, ის გადაიღალა, დეპრესიაშია და მუშაობა აღარ სურს:

„ალბათ მალე დავუბრუნდები საქმიანობას, მაგრამ ახლა მუშაობა არ მინდა, თავისუფალი დრო მაქვს, მინდა დავისვენო“, – წერს მუსიკოსი.

ნეტრებკომ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ახლა ის ისვენებს.

მალევე მის ფოტოებს გამოხმაურებები მოჰყვა. რუსეთში მისი გამომწერები მომღერალს მხარდაჭერას უცხადებენ და სთხოვენ, სცენას მალე დაუბრუნდეს.

მეტროპოლიტენ ოპერამ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი ანა ნეტრებკო უკრაინელი შემსრულებლით ჩაანაცვლა

„მართალია, ნეტრებკოს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა ანიტამ მას მთელი შოუ მოჰპარა!..“

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები