LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის არმია თავდასხმების მოსაგერიებლად მუდმივ მზადყოფნაშია: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

47
1

“უკრაინის არმია დღეს მუდმივ მზადყოფნაშია თავის დასაცავად და თავდასხმების მოსაგერიებლად” – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ამბობს, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამმართველო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ამის შესახებ ანა მალიარმა ერთ-ერთ გადაცემაში, უკრაინის საზღვართან შექმნილ კრიზისზე საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან ომისთვის“ – პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებთან კვლავ კრიზისია

“როგორც უნდა შევაფასოთ ჯარების მობილიზება საზღვართან, მოდით ვისაუბროთ საქმეზე. დღეს უკრაინის არმია მუდმივ მზადყოფნაშია დაიცვას თავი და მოიგერიოს თავდასხმები.” – თქვა მალიარმა.

მისივე თქმით, უკრაინა არა მხოლოდ სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის მოსაგერიებლად არის მზად, არამედ იმისთვისაც, რომ მოიგერიოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაც.

“აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მზადყოფნაზე ვსაუბრობთ, მაშინ მზადყოფნა არის აბსოლუტურად საბრძოლო და სადღეღამისო.” – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობის ზრდაზე ინფორმაცია თავდაპირველად, 31 ოქტომბერს The Washington Post-მა გაავრცელა. ინფორმაციამ შეშფოთება გამოიწვია როგორც აშშ-ში ასევე ევროპაში.

ამის შემდეგ დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების აქტიური გადაადგილების შესახებ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 90 000 სამხედრო გადაისროლა. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ის შეეცდება უკრაინის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას.

დღეს AFP-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მზაობა გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g