LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა დიდწილად შესრულებულია“ – დიმიტრი პესკოვი

142
დმიტრი პესკოვი

უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი – უკრაინის დემილიტარიზაცია ძირითადად მიღწეულია, რადგან კიევი სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აკეთებს.

პესკოვის მტკიცებით, ნატო-ს ქვეყნები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, სულ უფრო მეტად ერთვებიან კონფლიქტში.

„ნამდვილად, უკრაინა მძიმედ იყო მილიტარიზებული იმ დროს, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. და, როგორც ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ფაქტობრივად, ეს ამოცანა დიდწილად შესრულებულია. უკრაინა სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს. სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან მას.

დასავლეთის ქვეყნები, კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმავე ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, სულ უფრო და უფრო პირდაპირ და ირიბად ერთვებიან ამ კონფლიქტში. ისინი ერევიან ამ კონფლიქტში და ხდებიან კონფლიქტის მხარე. რა თქმა უნდა, ეს იწვევს იმას, რომ კონფლიქტი დროთა განმავლობაში ჭიანურდება, რომ ევროპაში ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი ხდება და, რა თქმა უნდა, ეს ავალდებულებს რუსეთს მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები დონბასში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა RT Arabic-თან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g