LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი დამპყრობლების მიერ მასობრივი გატაცებები გრძელდება: უკრაინის სახალხო დამცველი 

51
DONETSK, UKRAINE - MARCH 01: Pro-Russian separatists, in uniforms without insignia, gather in the separatist-controlled settlement of Mykolaivka (Nikolaevka) and Bugas, in Donetsk region (DPR) of Ukraine on March 01, 2022. ( Stringer - Anadolu Agency )

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ტელეგრამ არხზე წერს, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი დამპყრობლების მიერ მასობრივი გატაცებები გრძელდება.

როგორც დენისოვა წერს, დღეს ხერსონის ოლქში დააკავეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოხალისე და მღვდელი სერგეი ჩუდინოვიჩი.

რუსმა ჯარისკაცებმა მღვდელი გაიტაცეს

ლუდმილა დენისოვა საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, გაზარდოს სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოზე, რათა შეაჩეროს სამხედრო შეჭრა უკრაინაში და დააბრუნოს ყველა მძევალი.

„სამი ბოევიკი შეიჭრა ეკლესიაში, გაჩხრიკეს იგი, შეამოწმეს საბუთები და მესინჯერები, შემდეგ კი სერგეი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, – წერს ლუდმილა დენისოვა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაიტაცეს პრიმორსკის, ზაპოროჟიის ოლქის მერი, ალექსანდრე კოშელევიჩი, ბერისლავის მერი ალექსანდრე შაპოვალოვი და გილის პრისტანის მერი ალექსანდრე ბაბიჩი.

„სუმის რეგიონში დამპყრობლებმა გაიტაცეს ნოვობოროვიცის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ანატოლი სირი. ბოევიკებმა განაცხადეს, რომ მერს დააბრუნებენ, თუ ნოვოე ბოროვიჩისკენ მიმავალი გზა ჩამოცვენილი ხეებისგან გაიწმინდება“, – წერს დენისოვა.

საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან მოყოლებული, ოკუპანტებმა 11 მერი და კიდევ 8 მუნიციპალიტეტის თანამშრომელი გაიტაცეს.

უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, მძევლების აყვანით რუსი მებრძოლები უხეშად არღვევენ ჟენევის კონვენციის მე-3 და 34-ე მუხლებს ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვასთან დაკავშირებით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვნციის მე-5 მუხლს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g