უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონიდან უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, სერგეი ჩუდინოვიჩი გაიტაცეს.
მღვდელი დღეს, 30 მარტს დილას ადგილობრივი დროით 08:30 საათზე უცნობმა პირებმა წაიყვანეს, რომლებმაც თავი “პოლიციის წარმომადგენლებად” წარადგინეს.
თვითმხილველების თქმით, ის პირდაპირ ეკლესიიდან წაიყვანეს.
“უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, სამმა უცნობმა კაცმა ეკლესიაში ჩხრეკა ჩაატარა და შენობაში მყოფებს დოკუმენტები და სატელეფონო მიმოწერების ჩვენება მოსთხოვა. ადგილობრივებმა დოკუმენტების ჩვენებაზე უარი განაცხადეს.
ამის შემდეგ უცნობმა პირებმა ეკლესია მღვდელთან ერთად დატოვეს და უცნობი მიმართულებით წავიდნენ.
ჩუდინოვიჩი ცნობილია, როგორც საზოგადო მოღვაწე და მოხალისე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში