საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. შეხვედრის დამატებით დეტალებზე, ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „ფორტუნას“ საგარეო უწყებაში უთხრეს, დამატებით ინფორმაცია მედიისთვის ზუსტება. სავარაუდოა, რომ კასიანოვის სამინისტროში მისვლა შესაძლოა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ.