პარტია “დროას” ინიციატივით, დღეს პარლამენტის შენობის წინ საქართველოსა და უკრაინის დროშები მიიტანეს, რომელზეც მოქალაქეები ხელმოწერებს ტოვებენ.
ამ ჟესტით საზოგადოება უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.
როგორც პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელმოწერილ დროშებს უკრაინაში ჩაიტანენ და რადაში მიიტანენ:
“შეუძლებელია, არ მქონოდა წარმოუდგენელი, ისტორიული შეცდომისა თუ გაუგებრობის განცდა, როდესაც უკრაინის რადაში საქართველოს დროშა არ ფრიალებდა. როცა მთავრობა ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ამ საერთო, კეთილ მხარეს, ჩვენ, მოქალაქეებს, შეგვიძლია, ინიციატივა ავიღოთ.
ოპოზიცია კიევში დიდი შემადგენლობით მიდის. ჩვენ გვექნება შეხვედრები რადაში, სადაც ამ ხელმოწერილ დროშას მივიტანთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.