LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ძალების გენშტაბი: ბელარუსში კლინიკები გადავსებულია რუსი სამხედროებით

45
274238789_257875446525541_6108932666641505401_n

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ გამაგრებას ხერსონის ოლქში, დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში. ამასთანავე, რუსეთის არმია იშენებს თავდაცვის პოზიციებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, განხორციელდა ოთხი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიის მხრიდან საჰაერო-სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოყვა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ზაპოროჟიეში, ჩერკასკში, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.

ადგილობრივი საავადმყოფოები გადავსებულია რუსეთის არმიის ჯარისკაცებით. მათ შორის არიან, როგორც დაჭრილები, ისე ავადმყოფები, რომლებიც დაავადნენ სამხედრო ბანაკებში არსებული არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g