LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკრაინის ელჩთან დავაკშირებით ყალბი მესიჯები გავრცელდა, ფრთხილად იყავით მოცემულ ვიდეოსთან” – რა განცხადებას ავრცელებს საელჩო

846
BeFunky-collage

უკრაინის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმიანება, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევის შემდეგ “მთავარმა არხის” ელჩის, იგორ დოლგოვის კომენტარია მოცემული.

“მთავარი არხის” ცნობით, ელჩი ყვებოდა დეტალებს, რატომ ვერ გაემგზავრნენ ქართველი მოხალისეები უკრაინაში და რატომ გამოიძახეს ის კიევში, თუმცა გარკვეულმა პირებმა ვიდეო დაამონტაჟეს.

აღნიშნულზე უკრაინის საელჩო საქართველოში წერს:

“დღეს უკრაინა ომშია და ებრძვის რუსულ აგრესიას.

უკრაინას სჭირდება ყოვლისმომცველი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან.

ამ ფონზე, მედიაში გავრცელდა ღიად ყალბი მესიჯები, კონტექსტიდან ამოღებული ან მანიპულაციური ცნებების შემცვლელი ინფორმაციით.

გთხოვთ, ფრთხილად იყოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოსთან და ნუ მანიპულირებთ მისი შინაარსით ქართულ მედიაში”, – წერია განცხადებაში.

 

magti 5g