უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% სერიოზულად არის დაზიანებული, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა, ალექსანდრ ხარჩენკომ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ახალი მონაცემებით, მთლიანი ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% სერიოზულად არის დაზიანებული. სარემონტო სამუშაოები გრძელდება, მაგრამ დღეს და ხვალ უნდა ველოდოთ ელექტროენერგიის გათიშვას. იქნება არა მხოლოდ ავარიული, არამედ გეგმური გათიშვაც, ქსელზე დატვირთვის შემცირების მიზნით“, – განაცხადა ხარჩენკომ.
ცნობისთვის, დღეიდან უკრაინის მოქალაქეები ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ.
გრაფიკი 07:00-დან 22:00 საათამდე მოქმედებს.
კომპანია „უკრენერგო“-ს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებს და რაიონებს ენერგომომარაგება რიგრიგობით შეუწყდებათ მაქსიმუმ 4 საათით.
