LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ევროპული პერსპექტივა ნათელია, თუმცა გზა წევრობისკენ რთულ სამუშაოსა და დიდ დროს მოითხოვს: ფონ დერ ლაიენი

58
ურსულა და ზელენსკი

უკრაინის ევროპული პერსპექტივა ნათელია, მაგრამ ევროკავშირის წევრობისკენ გზა დიდ დროსა და რთულ სამუშაოს მოითხოვს. – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტში ვიდეოკავშირის დროს განაცხადა.

„დიდი გზა არის გასასვლელი, თუმცა ევროპა თქვენს მხარეს იქნება გზის ყველა ეტაპზე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რაც 5 თვის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g