უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ დღეს დილით რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმა ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელა.
ამის შესახებ გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებიდან უკრაინაზე ბოლო შეტევა რუსებმა აგვისტოს ბოლოს განახორციელეს.
„დღეს დილით, აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის ოთხმა თვითმფრინავმა, Ту-22М3-მა ბელარუსის საჰაერო სივრციდან საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე“, – თქვა მან.
უკრაინის გენშტაბში არ აკონკრეტებენ, თუ რომელ დასახლებაზე განხორციელდა ავიაიერიში ბელორუსის ტერიტორიიდან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში