უკრაინის გენერალური შტაბი ქვეყანაში მიმდინარე საომარი ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რუსებს გარკვეული მიმართულებებით ნაწილობრივი მიღწევები აქვთ.
აქვე, შტაბში აცხადებენ, რომ მტერი დანაყოფების მომზადებული და მოტივირებული შემცვლელების მწვავე დეფიციტს განიცდის.
„ნიკოლაევის მიმართულებით დამპყრობლებმა განახორციელეს თავდასხმა ბლაგოდატნოეს დასახლების მიდამოში, მათ ნაწილობრივი წარმატება აქვთ.
ამავდროულად, იუჟნობუგსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებდა დასახლებების დაბომბვას ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან.
ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები და ავიაცია აგრძელებენ გარკვეულ რაიონებში საცეცხლე მისიების წარმატებით შესრულებას.
მტერი განიცდის გაწვრთნილი და მოტივირებული შემცვლელების მწვავე დეფიციტს იმ დანაყოფებისთვის, რომლებიც სისტემატურად განიცდიან დანაკარგებს“, – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში