LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: „რუსების გამო ასობით მილიონ ევროპელს რადიაცია ემუქრება“

315
1646898347-7834

„რუსების გამო ასობით მილიონ ევროპელს რადიაცია ემუქრება“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოიწვიოს საბრძოლო მასალის აფეთქება.

„რუსეთის ფედერაცია და მისი მრავალი აგენტი საერთაშორისო ორგანიზაციებში უარყოფენ რუსული ჯარების მიერ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის ტრანსპორტირების ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თავშესაფრის ობიექტთან ახლოს. რუსეთის საოკუპაციო ძალების საქმიანობამ ნებისმიერ დროს, შეიძლება გამოიწვიოს საბრძოლო მასალის აფეთქება, თავშესაფრის დაზიანება და ტერიტორიის რადიაციული დაბინძურება, სადაც ასობით მილიონი ევროპელი ცხოვრობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩერნობილის ზონის გამოყენება საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისა და დაგროვებისთვის, ისევე როგორც რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტების განლაგებისთვის, მიზანმიმართულად ხორციელდება, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ სამხედრო ოპერაციების ჩატარება ჩერნობილის ტერიტორიაზე.

რუსული საბრძოლო მასალის აფეთქების რისკი მაღალია საბრძოლო მოქმედებების გარეშეც, უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფის, ასევე, ძველი და უხარისხო საბრძოლო მასალის მასიური გამოყენების გამო“, – აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g