LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან შეტევა მოიგერიეს

48
უკრაინელები დონბასში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, ხარკოვის და ხერსონის ოლქებში 7-ზე მეტი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, სხვა მიმართულებებით კი, ძირითადად, ტანკებს, საბრძოლო მანქანებს და რეაქტიულ არტილერიას იყენებდნენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგეს  ქვეყნის სიღრმეში წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასულ 24 საათში უკრაინის სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად, ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციებზე 27 დარტყმა განახორციელა.

უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები