„უკრაინის ხელისუფლება ღირსეულ პასუხს გასცემს უკრაინის შიგნით სიტუაციის არევის მცდელობას,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
„ვფიქრობდი, რომ ჩემი გაოცება რთული იყო, მაგრამ, რაც გუშინ ქვეყანამ გაიგო, ყველასათვის შოკისმომგვრელი იყო. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.