უახლოეს დღეებში, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი წარმოადგენს ახალ საგადასახადო მოდელს, რომელიც ომისა და ომის შემდგომი განვითარების პერიოდში იმოქმედებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„უკრაინის ეკონომიკური ჩახშობა ეს ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ომის ერთ-ერთი ამოცანაა. ჩვენ ამასაც უნდა გავუმკლავდეთ, შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკა და ხალხი. ამიტომ, მთავრობამ მკაფიო დავალება მიიღო – მცირე და საშუალო ბიზნესის დაბრუნების. მოხსნას ყველა ბარიერი, რაც მათ მოქმედებას უშლის ხელს – მაქსიმალურად შეამციროს გადასახადები, მოხსნას ყველა სირთულე, აბსოლუტურად ყველა, რათა სისტემამ გავლენა არ მოახდინოს და ხალხმა იცოდეს, რომ მათ შეუძლიათ მუშაობა ისე, როგორც და სადაც შეუძლიათ. ომის და ომის შემდგომი განვითარების პერიოდში ახალი საგადასახადო მოდელია საჭირო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საფინანსო წესების განახლებაც, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ მოქნილობის გამოვლენა შეიძლება, რომ ფული და ძვირფასეულობა შენარჩუნებული იქნება, რომ არ უნდა ეშინოდეთ რაიმის დაკარგვის, რადგან უკრაინის ხელისუფლება მათ აქტივებისა და დანაზოგების უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს.