რუსული სერიალის „ბრიგადას“ ვარსკვლავი დიმიტრი დიუჟევი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო. მალევე ამ განცხადებას მოჰყვა მსახიობის კიდევ ერთი კომენტარი, სადაც ის წერდა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო, ის ზეწოლისა და მუქარის მსხვერპლი გახდა.
როგორც ჩანს, მსახიობმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ამჯერად საჯაროდ მოუწია ბოდიშის მოხდა.
გუშინ, დიუჟევი ლარისა დოლინასთან ერთად დონეცკში ჩავიდა და ე.წ „ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი“ ყვავილებით შეამკო.
ვიდეო რუსულმა მედიამ გაავრცელა.