უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს გახდის, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საერთაშორისო ასპარეზზე დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს.
„რაც შეეხება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, ეს აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საფრთხეა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და, ზოგადად, ეს გახდის მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა პუტინმა.
