LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების ერთ-ერთი მცირე ელემენტი იქნება ციხეში სააკაშვილის პირობითი ღარიბაშვილით ჩანაცვლება..“ – ხუხაშვილი

169
ფორტუნა (68)

ექსპერტი გია ხუხაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თუ თავს გავანებებთ იმას, ვის მოსწონს,  ან არ მოსწონს ზელენსკის გადაწყვეტილება და პრაქტიკული პოლიტიკური შედეგების ენაზე ვისაუბრებთ, მარტივად დავინახავთ, რომ უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების ერთ-ერთი მცირე ელემენტი იქნება ციხეში სააკაშვილის პირობითი ღარიბაშვილით ჩანაცვლება…“ – წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, დაიბარონ საქართველოს ელჩი და შესთავაზონ 48 საათის განმავლობაში დატოვოს ქვეყანა და თბილისთან გამართონ კონსულტაციები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g