LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია ჩავარდა: ბლოკმა უნდა შექმნას გეგმა „ბ“, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ“ – ვიქტორ ორბანი

128
Untitled design

„უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია ჩავარდა და ბლოკმა უნდა შექმნას გეგმა „ბ“, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ,“ – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოში საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მისი მტკიცებით, ბრიუსელის სტრატეგიამ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით უკრაინაში ფულისა და სამხედრო დახმარების გაგზავნას ითვალისწინებს, მარცხი განიცადა, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავს.

„დღეს ყველამ იცის, მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა.

აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს, უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ,“– აღნიშნა ორბანმა და დასძინა, რომ საჭიროა გეგმა „ბ“ და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვა.

„როგორც კი გვეცოდინება, რა ჯდება ეს, შევძლებთ ერთმანეთისთვის ტვირთის გაზიარებას,“ – განაცხადა ორბანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები