უკრაინის ახალადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან, ელენასთან ერთად საფრანგეთში ჩაფრინდა. მეუღლეებმა თავად გამოთქვეს სურვილი, სტარტაპერების მსოფლიოში უმსხვილესი კამპუსი მოენახულებინათ. მოგვიანებით კი მათ ელისეის სასახლეში გადაინაცვლეს, სადაც მათ საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი შეხვდნენ.
პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ბრიჯიტ მაკრონისა და ელენა ზელენსკის შეხვედრა. უკრაინის პირველი ლედი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ცისფერ ანსამბლში. მას ატლასის კაბა ამავე ფერის პიჯაკათან ჰქონდა შეხამებული, რომელიც ქამრით იყო გაფოემებული.