LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პროკურატურა: ზაპოროჟიეს რეგიონში რუსმა სამხედროებმა 61 ტონა ხორბალი მოიპარეს

104
რუსი სამხედროები

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის განცხადებით, 26 აპრილს შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა ქალაქ კამიანკა-დნიპროვსკში საწარმოდან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს და წაიღეს სატვირთოთი, რომელიც, ასევე, ამ საწარმოს ეკუთვნოდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ომის კანონის დარღვევის საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები