LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პროკურატურამ ჟურნალისტ მარგარიტა სიმონიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

266
11

უკრაინის პროკურატურამ რუს ჟურნალისტს, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს, დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი და უკრაინის სასამართლომ მისი დაკავების ნებართვა გასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.

შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტს ბრალი წაუყენა.

“უკრაინის სასამართლომ ნება დართო, რომ სიმონიანი დააპატიმრონ და სასამართლოში მიიყვანონ აღკვეთის ღონისძიების სახით”, – განაცხადა ვენედიქტოვამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი პროკურორები აპირებენ უახლოეს დღეებში სიმონიანის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესი დაიწყონ.

ვენედიქტოვას განცხადებით, ჟურნალისტი სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულია დონბასზე მისი განცხადებების გამო.

 

 

magti 5g