უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 161 ბავშვი დაიღუპა და 264 დაშავდა – 4 აპრილის დილის განახლებულ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება. მათგან 83 მთლიანად განადგურებულია.
პროკურატურა აცხადებს, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან ამ დრომდე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
გაერო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
უკრაინა ამბობს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს – Reuters
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.