LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ამბობს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს – Reuters

374
BeFunky-collage (9)

Reuters-ი უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს.

დაღუპულებს მას შემდეგ მიაგნეს, რაც ქალაქები რუსული ალყისგან და ჯარებისგან გათავისუფლდა.

უკრაინის პროკურორი აცხადებს, რომ ახლა ომის დანაშაულებს იკვლევენ, თუმცა ზოგიერთი მოწმე იმდენად ტრავმირებულია, რომ ლაპარაკი არ შეუძლია.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა კადრები ქალაქ ბუჩადან, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ქალაქში, საიდანაც რუსულმა ჯარმა უკან დაიხია, ქუჩები ცხედრებით არის სავსე. ჩანს დაცხრილული მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანები. დაღუპულთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული და ნაწამები იყო.

მოლდოვა, უკრაინაში დაღუპული ადამიანების გამო, გლოვის დღეს აცხადებს.

ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

ცნობისთვის, რუსეთი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისმა ჯარებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.

არცერთ მშვიდობიან მოქალაქეს ძალადობა არ განუცდია, როცა ქალაქ ბუჩას რუსული ძალები აკონტროლებდნენ – აშშ-ში რუსეთის ელჩი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g