LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთ მშვიდობიან მოქალაქეს ძალადობა არ განუცდია, როცა ქალაქ ბუჩას რუსული ძალები აკონტროლებდნენ – აშშ-ში რუსეთის ელჩი

1020
BeFunky-collage (7)

კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის რიტორიკა უცვლელია.

აშშ-ში რუსეთის ელჩი უკრაინას ადანაშაულებს მისივე სიტყვებით, “სენსაციური კადრების” გავრცელებაში, რათა “რუსეთს იმიჯი შეელახოს.

“მინდა, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ არცერთ მშვიდობიან მოქალაქეს არ განუცდია ძალადობა, როდესაც ქალაქ ბუჩას რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სრულად უარყო ეს ცრუ ბრალდებები. მინდა აღვნიშნო, რომ რუსულმა ჯარებმა ბუჩა 30 მარტს დატოვეს. უკრაინის ხელისუფლება მთელი ამ დღეების განმავლობაში დუმდა და ახლა მოულოდნელად აქვეყნებს სენსაციურ კადრებს, რათა შელახოს რუსეთის იმიჯი“, – განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.

მისივე თქმით, აშშ-ში შეგნებულად უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბუჩა რუსეთის ჯარების წასვლისთანავე დაბომბეს.

„ის ფაქტი, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი ბუჩა რუსეთის ჯარების წასვლისთანავე, შეერთებულ შტატებში შეგნებულად უგულებელყვეს. ეს არის ის, რასაც შეიძლება გამოეწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. კიევის რეჟიმი აშკარად ცდილობს, თავისი სისასტიკე რუსეთს გადააბრალოს“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა კადრები ქალაქ ბუჩადან, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ქალაქში, საიდანაც რუსულმა ჯარმა უკან დაიხია ქუჩები ცხედრებით არის სავსე. ჩანს დაცხრილული მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანები. დაღუპულთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული და ნაწამები იყო

მოლდოვა, უკრაინაში დაღუპული ადამიანების გამო, გლოვის დღეს აცხადებს.

ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g