უკრაინის ქალაქ იზიუმის (ხარკოვის ოლქი) დაბომბვის შედეგად, მოქალაქე დაიღუპა, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.
„თავდასხმა მაღალსართულიან კორპუსზე დაახლოებით 23:59 საათზე მოხდა. სახლში 6 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბავშვი.“ – განაცხადა ქალაქის მერის მოადგილემ, ვლადიმერ მაცოკინმა.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, ხარკოვში, საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში აფეთქების ხმა გაისმა.
გარდა ამისა, კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა. უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკოს განაცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის რკინიგზის სადგურზე აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
