„Украинская правда“–ს ცნობით, ხარკოვში საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, აფეთქების ხმა გაისმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია ორი რაკეტის ჩამოვარდნაზე.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება მოხდა შევჩენკოს სახელობის ქარხანასთან. აფეთქებას წინ უძღოდა ცაში სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მედიის ინფორმაციით, ქალაქში ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრობლემა შეექმნა მობილურ კავშირგაბმულობას.