უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა.
მაშველებმა ნანგრევებში 10 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავდა 23 ადამიანი, მათ შორის, 11 თვის ბავშვი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხარკოვის ცენტრში დანგრეულია 3-სართულიანი სახლი და მნიშვნელოვნად დაზიანებულია 2 მრავალბინიანი კორპუსი.
ინფორმაციისთვის, რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში დღეს დილით მიიტანა.
5 ოქტომბერს კი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაშიც. შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა.