რუსულმა ძალებმა ხარკოვში, კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 48 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 48 დაღუპული ადამიანის ცხედარი.
ამავე ცნობებით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.
დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამში გამოაქვეყნა, მან მომხდარს “მიზანმიმართული ტერაქტი” უწოდა.