უკრაინის უმეტეს რეგიონში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. ინფორმაციას ქვეყნის განათლების მინისტრი სერგეი შკარლეტი “ტელეგრამზე”ავრცელებს.
სამხედრო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტების ცნობით, სასწავლო პროცესი ქვეყნის 13 რეგიონში დაიწყო:
“ის, თუ რა ფორმით წარიმართება საგანმანათლებლო პროცესი, პირველ რიგში, დამოკიდებულია თითოეულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ისინი ასევე უნდა შეთანხმდნენ სამხედრო ადმინისტრაციასთან.
8 ოლქში სასწავლო პროცესი ზოგ დაწესებულებაში დაიწყო, ზოგან კი არდადეგები ნაწილობრივ გახანგრძლივდა.
სწავლა შეჩერებულია 4 რაიონში, სადაც უსაფრთხოების ვითარება პროცესის განახლების საშუალებას არ იძლევა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებსა და სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, გამოიყენონ ეროვნული ელექტრონული პლატფორმა “უკრაინული ონლაინ-სკოლა”, პლატფორმა ხელმისაწვდომია უკრაინის ფარგლებს გარეთაც.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე